საწრეო მუშაობა
სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებისათვის ჩამოყალიბდა მათემატიკის წრე თემით: „გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულება სხვადასხვა ხერხების გამოყენებით“.
წრე იმუშავებს პირველ სემესტრის განმავლობაში, კვირაში ერთი დღე, ერთი საათის ხანგრძლივობით.
მსურველებს შეუძლიათ მიმართონ სკოლის ვებ-გვერდს, ასევე წრის ხელმძღვანელს მარინა გაბუნიას.
წრის მიზნები და ამოცანები
· წრის მიზანია გაუღვივოს მოსწავლეებს ინტერესი მათემატიკის შესწავლისადმი
· დაეუფლოს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს
· გამოუმუშავდეს ცოდნის გამოყენების, ხელსაყრელი ხერხების შერჩევის უნარი
· შეფასების უნარი
· განუვითარდეს ინტელექტუალური უნარები
· ანალიზის, შედარების, კლასიფიცირების უნარები
მათემატიკის პრაქტიკული გამოყენებითი პრინციპის განხორციელების მიზნით საჭიროა დავარწმუნოთ თითოეული მოსწავლე, რომ თვლა-ანგარიშის, გაზომვის, დაკვირვების, შედარების, ანალიზის უნარი უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს. სწორედ ამ თვისებების გამომუშავებას უწყობს ხელს მატემატიკის შესწავლა, რომელიც რთული პროცესია. წრე კი საშუალებას მოგვცემს ეს პროცესი შედარებით გავუიოლოთ მოსწავლეებს და რასაც გაკვეთილებზე ისწავლიან გამრავლება-გაყოფასთან დაკავშირებით, განამტკიცონ და გაიღრმავონ წრის მეცადინეობის დროს.
წრის მეცადინეობის დროს გამოყენებული მეთოდები, დიდაქტიკური თამაშები, სახალისო ამოცანები, გონების სავარჯიშოები, მრავალფეროვანი თვალსაჩინო მასალა, სურათები, სქემები,ცხრილები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართვას წრის მუშაობაში.
წრე ხელს შეუწყობს ესგ -ს მიხედვით გათვალისწინებული საკითხების ღრმად შესწავლას ბავშვის ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
წრის სამუშაო გეგმა
#
|
თემა
|
მუშაობის ფორმა
|
თარიღი
|
1
|
წრის მიზნებისა და გეგმის გაცნობა
|
მთელი კლასი
|
1 .10.2019.
|
2
|
გამრავლების თვისებები, გამრავლების ცხრილის გახსენება, პრაქტიკული სავარჯიშოების გაკეთება
|
მთელი კლასი
|
8 .10.2019
|
3
|
ნულებით დაბოლოებული რიცხვების გამრავლება
„ენამახვილი გენიოსებიდან“სახალისო ისტორიების წაკითხვა
|
მთელი კლასი
|
15.10.2019
|
4
|
თანამამრავლების დამრგვალება, სახალისო ამოცანების ამოხსნა
|
მთელი კლასი
|
23.10.2019
|
5
|
ტესტირება
|
ინდივიდუალური
| 30.10.2019 |
6
|
ერთნიშნა რიცხვზე გამრავლება, ერთი ან რამდენიმე 0-ით დაბოლოებული რიცხვის გამრავლება ერთნიშნა რიცხვზე
|
მთელი კლასი
|
1.11.2019
|
7
|
რიცხვის გამრავლება ჯამზე, რამდენიმე ხერხის გაცნობა
|
მთელი კლასი
|
6.11.2019
|
8
|
გამრავლების კერძო შემთხვევები
|
მთელი კლასი
|
11.11.2019
|
9
|
ტესტირება
|
ინდივიდუალური
|
2.11.2019
|
10
|
გაყოფა, გაყოფის თვისებები
|
მთელი კლასი
|
9.11.2019
|
11
|
ჯამის გაყოფა რიცხვზე
სავარჯიშოები კენგურუს ამოცანათა კრებულიდან
|
მთელი კლასი
| 16.11.2019 |
12
|
მრავალნიშნა რიცხვის გაყოფა ერთნიშნა რიცხვზე
|
მთელი კლასი
| 23.11.2019 |
13
|
ტესტირება
|
ინდივიდუალური
| 30.11.2019 |
14
|
რიცხვის გაყოფა ნამრავლზე, ამოცანების ამოხსნა
|
მთელი კლასი
|
2.12.2019
|
15
|
ნაშთიანი გაყოფა
სიუჟეტური ამოცანები
თამაში
|
მთელი კლასი
|
9.12.2019
|
16
|
ერთნიშნა რიცხვზე გაყოფა
პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა
|
მთელი კლასი
|
17.12.2019
|
17
|
გამრავლებისა და გაყოფის უცნობი კომპონენტის პოვნა
|
მთელი კლასი
|
24.12. 2019
|
18
|
შემაჯამებელი ტესტირება
მოსწავლეთა და მშობელთა შეჯამება
|
ინდივიდუალური
|
27.12.2019
|