Pages

სადამრიგებლო პროგრამა/ სამოქმედო გეგმა


სადამრიგებლო პროგრამა/ სამოქმედო გეგმა

                              სადამრიგებლო პროგრამა    

                                        IVკლასი
                          2019-2020 სასწავლო წელი

                                                                              
პერიოდი:     I  -II  სემესტრი
დამრიგებელი: მარინა გაბუნი
კლასი:       IV კლასი

მიმართულებები
თემები
აქტივობები
მიზანი
განხორციელების      ვადა
შენიშვნები

1
პიროვნული და მორალური განვითარება
რას ნიშნავს იყო  მეორეკლასელი?
დაფაზე ბარათებია გაკრული, რომელზეც წარწერებია გაკეთებული პირველ და მეორეკლასელთა შესაძლებლობების ჩამონათვალით. მოსწავლეები ალაგებენ დაფის ერთ მხარეს პირველკლასელთათვის დამახასიათებელ ბარათებს, მეორე მხარეს კი ბარათებს, რომლებზეც მეორეკლასელთა შესაძლებლობებია ჩამოთვლილი.
დაინახონ  განსხვავება პირველკლასელსა და მეორეკლასელს შორის. (იციან  წერა, კითხვა, ანგარიში. კარგად იცნობენ ერთმანეთს.)
20.09.19



2
თვალსაწიერის გაფართოება
არდადეგებზე წაკითხული წიგნები
მოსწავლეებმა დახატონ მათ მიერ წაკითხული წიგნებიდან საყვარელი პერსონაჟი ან დაახასიათონ. კლასელებმა კი სცადონ ამოიცნონ თუ რომელ პერსონაჟზეა საუბარი.
შეძლონ წაკითხული ტექსტის ირგვლივ მსჯელობა პერსონაჟის დახასიათება.
       23.12.19













3
პიროვნული და მორალური განვითარება
საკლასო წესების შემუშავება.რომელი წესების დაცვა  გვეხმარება სწავლაში?
საუბარი გაკვეთილზე  წესების დაცვასა და  მის  მნიშვნელობაზე.
წესების ფორმულირება

 შეარჩიონ წესები, რომლებიც აუცილებელია სასწავლო პროცესის წარმართვისათვის.
       18.10.2019


4
პიროვნული და მორალური განვითარება
საკლასო წესების შემუშავება.რომელი წესების დაცვა  გვეხმარება სწავლაში?
სიტყვიერად ან ჩანახატების სახით გადმოსცენ ის საკლასო წესები, რომლებსაც ეთანხმებიან.
როცა მოსწავლეები თვითონ ირჩევენ და ადგენენ წესებს, მეტი პასუხიმგებლობით ეკიდებიან  მათ დაცვას.
       23.10.2019


5
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
დღის რეჟიმი, დასვენებისა და სასწავლო პროცესის დროს განსხვავებული  საქმიანობები, მათი დაგეგმვის  აუცილებლობა.
ბავშვები ჩამოწერენ დღის განმავლობაში რას აკეთებენ ან რა საქმიანობით სურთ იყვნენ დაკავებული.
შეაჯერონ სასიამოვნო და სავალდებულო საქმიანობები და თითოეულ მათგანისთვის გამოყონ გარკვეული დრო.
 28.10.2019


6
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
დღის რეჟიმი, დასვენებისა და სასწავლო პროცესის დროს განსხვავებული  საქმიანობები, მათი დაგეგმვის  აუცილებლობა.
მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები შეადგენენ თავიანთი საქმიანობის გრაფიკს.
დროის სწორად განაწილების ჩვევის ჩამოყალიბება
31.10.2019


7
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა (კლასის, ეზოს, ქუჩის მოფრთხილება), ხეების მოვლა.
საუბარი გარემოს დაცვის სისუფთავეზე და მის მნიშვნელობაზე. სიტყვიერად ან ჩანახატების სახით გადმოსცენ საკუთარი განწყობა.
გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება კლასის, ეზოს, ქუჩის სისუფთავის აუცილებლობის შესახებ.
      5.11.2019


8
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება.
გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა (კლასის, ეზოს, ქუჩის მოფრთხილება), ხეების მოვლა.
მოსწავლეების მიერ  დახატული თავისი კლასის, ეზოსა და ქუჩის სურათები. საუბარი, რის შეცვლას ისურვებდნენ ისინი.
დაიცვას გარემოში სისუფთავე და აღწეროს ამ მიზნით საკუთარი ქმედების მნიშვნელობა
1211.2019



9
გარემოსდაცვითი კულ ტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
საკუთარი ჯანმრთე ლობა, როგორც ფასე ულობა; ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე
საუბარი, როგორ გრძნობენ თავს, როცა ავად ხდებიან და მაშინ როცა ჯანმრთელად არიან. რა უნდა გააკეთონ იმისთვის ,რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნონ.
მოსწავლეები გააკეთებენ დასკვნას, როგორი კვების რეჟიმი და ცხოვრების წესია საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი ჯანმრთელი იყოს.
     20.11.2019


10
პიროვნული და მორალური განვითარება
მეოთხეკლასელების სირთულეები სკოლაში „სირთულეების სკივრი“
„სირთულეების სკივრი“-ს გაკეთება. სადაც მოსწავლეები ფურცელზე დაწერილ  თავის სირთულეს ჩაყრიან .
მოსწავლეები შეძლებენ  აღიარონ ის სირთულეები, რომლებსაც ხვდებიან მეოთხე კლასში და საერთო ძალისხმევით მოძებნიან მათი გადაჭრის გზებს
25.11.2019


11
პიროვნული და მორალური განვითარება
მეოთხეკლასელის სირთულეები სკოლაში „სირთულეების სკივრი“
დიდაქტიკური ზღაპრის „პატარა ნიანგის გასაჭირი“-ს წაკითხვა (მოსწავლეები არიან მსმენელები) მსჯელობა
მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება
2.12.2019


12
პიროვნული და მორალური განვითარება
მეოთხეკლასელის შესაძლებლობები -
„შესაძლებლობათა სკივრი“
„შესაძლებლობათა სკივრი“-ს გაკეთება. მოსწავლეები სკივრში ჩაყრიან ფურცლებს, რომლებიც იწყება სიტყვებით: „მე შემიძლია....“
მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენა, საჭირო პირობების შექმნა.
9.12.2019


13
პიროვნული და მორალური განვითარება
იდეალური მეგობრისა და მოსწავლის პორტრეტი.
დაფაზე დაწერილია ფრაზა: „ნამდვილი მეგობარი“. გვერდით კი დამაგრებულია პატარა ფურცლები, რომლებზეც ჩამოთვლილია სხვადასხვა თვისებები. მოსწავლეები ირჩევენ და ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებას.
მეგობრობის უნარის განვითარება.
16.12.2019



14
პიროვნული და მორალური განვითარება
იდეალური მეგობრისა და მოსწავლის პორტრეტი.როგორი ვარ მე? ავტოპორტრეტი თვისებებით
დაფაზე დაწერილია ფრაზა: „როგორი ვარ მე?“  გვერდით კი დამაგრებულია პატარა ფურცლები, რომლებზეც ჩამოთვლილია სხვადასხვა თვისებები. მოსწავლეები მსჯელობენ, რომელი თვისება აქვთ, ან რომელი თვისება უნდათ, რომ ჰქონდეთ.
მოსწავლეები გაარკვევენ, თუ რომელი თვისებაა აუცილებელი იმისათვის, რომ ნამდვილი მეგობრობა შეძლონ.
24.12.2019